суббота, 23 июля 2016 г.

ინოლა გურგულია

   
დაიბადა 1929 წლის 25 ივლისს, თბილისში.
1952 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, აქვე მან გ. დარახველიძესა და მ. სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია“, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს. 1960-იან წლებში ის გადაიღეს რამდენიმე ფილმში, სადაც მისი სიმღერებიც ჟღერს. სიცოცხლის განმავლობაში მას არ ჩაუწერია არცერთი ოფიციალური ფირფიტა.
გურგულიას სიმღერებს ჰქონდათ ერთგვარი აკორდული მღერის სტილი, რომელიც თავისი არსით ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა.
ინოლა გურგულია გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

უოლტერ სკოტი

შოტლანდიელი პოეტი და მწერალი 
Walter Scott (1771 - 1832)

ჩაჰბერეთ, ჩაჰბერეთ საყვირებს ყველასთვის,
რომ ბრძენი კაცისთვის ადრეც საცნობია:
დიდებულ ცხოვრების თუნდ ერთი საათი
ასწლოვან ამაო სიცოცხლეს სჯობია.

პერსი ბიში შელი

ინგლისელი პოეტი-რომანტიკოსი
Percy Bysshe Shelley (1792-1822)

სიმღერა

პატარა ჩიორა სიყვარულს ჩიოდა,
ზამთარი სწვეოდა ველებს...
ყინვიან ქარებში ტაატით დიოდა
ყინვისგან დამზრალი ღელე.

არ იყო ტოტებზე ფოთლების ზღვაური,
მიწაზე - ყვავილთა ფარდა;
და იყო სიჩუმე, და არსად ხმაური -
წისქვილის დუდუნის გარდა.

ღამე ნებისა

ღამე ნებისა. - ო. არა, კარგო!
რად გვინდა წუთი განშორებისა;
დავრჩეთ ამაღამ მე და შენ მარტო -
მაშინ გვექნება ღამე ნებისა!

ღამეს ნებისა როგორ ვუწოდო,
თუ შენთან ყოფნა მე არ მეღირსა,
ნურაფერს მეტყვი, შემხედე ოღონდ,
ჰოდა, გვექნება ღამე ნებისა.

თუ გულნი შერჩნენ ერთმანეთს მარტო
შებინდებიდან გათენებისას,
ბედნიერია ის ღამე, კარგო,
რადგან არ ითქმის `ღამე ნებისა~.

თომას ჰარდი

ინგლისელი პოეტი და მწერალი 
Thomas Hardy (1840 - 1928)

მაგონდება, მაგონდება
ჩვენი ძველი ბინა,
პაწაწინა ფანჯრის მინა,
მზე შედული შინა.
სხივი, წამით მოციმციმე,
დღეც, ვით ერთი წამი,
მერეც ბევრჯერ მინატრია
სუნთქვის შეკვრა ღამით.

მაგონდება, მაგონდება
საქანელა - ქარი,
რწევისაგან რომ მეგონა
მერცხლის ფრთაზე ჩქარი.
სული ფრთებით მოფარფატე,
ახლა - ქვაზე მძიმე,
ცეცხლი ტალღით ჩაუმქრალი,
თვალში მოციმციმე.

მაგონდება, მაგონდება
ხეივანი ნაძვის,
რომ მეგონა კენწეროთი
ცის კიდემდე ადის.
ტკბილი იყო უმეცრება,
ვიყავ ერთი ციდა...
ნეტავ მერეც არ გამეგო

რომ შორსა ვარ ციდან.

Комментариев нет:

Отправить комментарий